მთავარი გვერდი


გამარჯობა.
მოგესალმებით ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ.თბილისის N87 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი რუსუდან კვიკვინია.
ვასწავლი გეოგრაფიას და ბუნებისმეტყველებას.
2011 წლის სქემის მიხედვით მივიღე 6 კრედიტქულა.
 მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, 2015 წლის ოქტომბერში სკოლის პედსაბჭომ, სხვა სამ კოლეგასთან ერთად, ამირჩია სქემის ფასილიტატორად.
 ჩემს საფასილიტაციო ჯგუფში არის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და უცხო ენების კათედრის 22 პედაგოგი:
1. მაია ჩოჩია;
2. ეკატერინე კანდელაკი;
3. ნანა ლეჟავა;
4. ლალი მჭედლიძე;
5. თეონა ლაბაძე;
6. ქეთევან სისვაძე;
7. ნონა გოგოლაძე;
8. ლევან ბუკია;
9. გურგენ ჩუხუა;
10. ნატალია გულისაშვილი;
11.
12. მანანა ბასილაშვილი;
13. ნანა მაღლაფერიძე;
14. თინათინ ძაბუნიძე;
15. თინათინ გლურჯიძე;
16. მაყვალა სოშვილი;
17. მედეა ტატანაშვილი;
18.
19.
20.
21.
22.

 ფასილიტატორის ფუნქცია, სქემის მიხედვით, გულისხმობს მასწავლებლების დახმარება-მხარდაჭერას პროფესიული განვითარების საქმეში. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია შიდა შეფასების ჯგუფში არის მასწავლებლისთვის განმავითარებელი შეფასების, საჭიროებებზე ორიენტირებული რეკომენდაციების მიცემა. მას აქვს ლეგიტიმაცია, მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის აქტივობების შეფასებაში. ზოგადად, მისი სამუშაო მიმართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. მასწავლებელი საკუთარ პროფესიულ განვითარებას თავად გეგმავს. ამ პროცესის სწორად წარმართვაში და შესრულებაში მას ეხმარება ფასილიტატორი. თვითშეფასების კითხვარის შევსება თვითმიზანი არ არის. ლოგიკურია, რომ იმისათვის, რომ შედეგს მივაღწიოთ, აუცილებელია მის საფუძველზე რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ, შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა, სხვაგვარად წინსვლა არ გვექნება. ამიტომ თვითშეფასების პროცესის განუყოფელი ნაწილია ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა. ელექტრონულ ბაზაში მასწავლებელს აქვს კრედიტქულების დაგროვების კალენდარი, რომელშიც ის მონიშნავს მხოლოდ კრედიტქულების მომტან, სქემით გათვალისწინებულ სავალდებულო და დამატებით აქტივობებს. შესაძლებელია მასწავლებელს თავისი სპეციფიკური საჭიროების აღმოსაფხვრელად რაღაც განსხვავებული საქმიანობა სჭირდება, ისეთის, რომელიც მას კრედიტებს არ მოუტანს, მაგრამ აუცილებელია მისი პროფესიული განვითარებისთვის. ასეთ საქმიანობების შეტანა მას ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაში შეუძლია. უნდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას მასწავლებელს არავინ უმოწმებს და, რაც მთავარია,არავინ უფასებს. მთავარია, ის იყოს რელევანტური და მორგებული რეალურ საჭიროებებზე, ასევე, რა თქმა უნდა, რეალისტურიც, ანუ მასწავლებელმა მასში ისეთი აქტივობები უნდა შეიტანოს, რომელთა განხორციელებასაც ის შეძლებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის განსაკუთრებული ფუნქცია შეფასების ჯგუფში არის მასწავლებლებისთვის შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისა თუ სხვა საქმიანობების შეფასების საფუძველზე განმავითარებელი შეფასებისა და რეკომენდაციების მიწოდება. მოთხოვნის შემთხვევაში, ფასილიტა- ტორი ვალდებულია, პირადად გააცნოს მასწავლებელს შეფასების ჯგუფის რეკომენდაციები და მისცეს მას ყველა საჭირო განმარტება. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის, როგორც მას- წავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის, უფლება-მოვალეობებია: დაესწროს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და შეაფასოს ისინი გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით; მონაწილეობა მიიღოს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მას- წავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში; მონაწილეობა მიიღოს განმავითარებელი შეფასების შემუშავებაში მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკ- ვეთილის, ასევე მათ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების საფუძველზე; შეაფასოს მასწავლებლების პროფესიული საქაღალდეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია დადგენილი კრიტერიუმებისა და რუბრიკების მიხედვით; მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭების, ასევე მისთვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის თაობაზე მასწავლებლის შეფასების ჯგუფის განხილვებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий